შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი, 2026 წლის დადგომა მიულოცა.
მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსყველა იმ თანამშრომლის შრომის მნიშვნელობას, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
მინისტრთან ერთად უწყების სხვადასხვა დანაყოფში, მისი მოადგილეებიც იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს