ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"ბავშვები უნდა გამოუშვან. მძიმე სამუშაოა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება", - განაცხადა ჰამერბერგმა, რომელიც ცხინვალში არ შეუშვეს.
მისივე განმარტებით, ის ცხინვალში აუცილებლად შევა, თუმცა როდის ამის თქმა ახლა არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების საკითხზე კომისარი დღეს მოლაპარაკებების გამართვას სეპარატისტულ ცხინვალთან გეგმავდა, თუმცა მარიონეტულმა რეჟიმა ის კონფლიქტურ რეგიონში არ შეუშვეს.