ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ „შესამჩნევი პროგრესის“ შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
"კარგი, ერთსაათიანი საუბარი გვქონდა ტრამპთან, ზელენსკისთან და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, დღევანდელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მათი შეხვედრის განსახილველად“, - განაცხადა მან.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ „ევროპა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა უკრაინასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად.
„ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველივე დღიდან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებია,“ - თქვა მან.
„კარგი პროგრესი იყო, რასაც ჩვენ მივესალმეთ. ევროპა მზადაა გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად. ამ ძალისხმევისთვის უმნიშვნელოვანესია პირველივე დღიდან უსაფრთხოების ურყევი გარანტიების ქონა",- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.