ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი ცხინვალში არ შეუშვეს.
კომისარი ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხზე მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვას გეგმავდა, თუმცა სეპარატისტებმა მასთან საუბარი არ ისურვეს.
ამ წუთებში ჰამერბერგი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც ის აღნიშნულ საკითხზე რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლადო ვარძელაშვილს შეხვდება.
ვარძელაშვილის შემდეგ კომისარი ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების მშობლებთანაც აპირებს შეხვედრას.