ოპოზიციამ ყველაფერი გარე ინტერესების მომსახურებაში დაახურდავა, დღეს მოქმედ ოპოზიციაში რაიმე პერსპექტივას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პერსპექტივა ნულთან მიახლოებულია.
„ოპოზიციის პერსპექტივა ნულთან მიახლოებულია. მათ, როდესაც საშუალება ჰქონდათ, ძლიერად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, ეს საშუალება თავისივე ხელით გაანადგურეს და გააცამტვერეს. მათ უკეთესი შედეგის მიღება არჩვენებამდეც შეეძლოთ, რადგან ასეთი შედეგი არასოდეს ჰქონიათ, არა მხოლოდ ადგილების რაოდენობით პარლამენტში, არამედ იმ ინფრასტრუქტურით, რაც არსებობდა, ეს იქნებოდა პოლიტიკაში ბიზნესის ჩართულობა, მედია მრავალფეროვნება თუ მოქალაქეთა განწყობები. ოპოზიციამ ეს ყველაფერი გარე ინტერესების მომსახურებაში დაახურდავა. აქედან გამომდინარე, დღეს მოქმედ ოპოზიციაში რაიმე პერსპექტივას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.