უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინული დელეგაციის შეხვედრა ამერიკულ მხარესთან შეერთებულ შტატებში 21 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ უმერივიTelegram-ზე წერს.
„მესამე სამუშაო დღე შეერთებულ შტატებში. დღეს, გენერალ-ლეიტენანტ ანდრიი გნატოვთან ერთად, ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება,“ - წერს უმეროვი.
მან აღნიშნა, რომ მხარეები „კონსტრუქციულად და არსებითად“ მუშაობენ.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიღწეული იქნება შემდგომი პროგრესი და პრაქტიკული შედეგები“, - თქვა უმეროვმა.