უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინის დელეგაციის შეხვედრა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან დასრულდა.
ამის შესახებ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯებზე, გავაგრძელეთ ერთობლივ მუშაობას უახლოეს მომავალში,“ - წერს უმეროვი.