უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია არჩევნების ჩატარება, მაგრამ პირობა უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, საარჩევნო პროცესის და კენჭისყრის მთელი პერიოდის განმავლობაში.
„ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისთვის. და თუ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში არჩევნებზე მეტს საუბრობს, მინდა ღიად ვთქვა - ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ზელენსკიმ ხუთშაბათს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებისთვის მიმართვისას.
„მაგრამ იმისათვის, რომ არჩევნები შესაძლებელი იყოს, უსაფრთხოების კომპონენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. და ამერიკა არის ქვეყანა, რომელსაც ამაში ყველაზე მეტად შეუძლია დახმარება. თუ ახლა არჩევნების საჭიროებაა, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს - სულ მცირე, არჩევნების პროცესისა და კენჭისყრის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ეს ისეთი რამაა, რაც განხილვას საჭიროებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ, უკრაინაში, გვჯერა, რომ ამერიკამ ამ საკითხზე რუსულ მხარესთან უნდა ისაუბროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.