9 თებერვალს ეროვნული ბანკის 92-დღიან N 6, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.39%-ით, მაქსიმალური 9.58%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.55%-ით განისაზღვრა.