უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან და კარნიმ განიხილეს ომის დასრულებისთვის აუცილებელი ნაბიჯების შემუშავება და პარტნიორებთან დიპლომატიური მუშაობა.
„მე მას ვაცნობე უკრაინაში, ფრონტზე და ჩვენი სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო კანადას PURL-ის პროგრამაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ამერიკული იარაღი სიცოცხლის დასაცავად, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას კანადასთან“, - დაწერა ზელენსკიმ.