უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინამ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა პროგრესს მიაღწიეს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტის კომპონენტებთან დაკავშირებით და მზად არიან, ის ამერიკულ მხარეს წარუდგინონ.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ომის დასრულების შესაძლო ნაბიჯების ყველა კომპონენტზე. უკრაინული და ევროპული კომპონენტები კიდევ უფრო დამუშავდა და ჩვენ მზად ვართ, ისინი ამერიკაში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინოთ. ამერიკულ მხარესთან ერთად, ჩვენ ველით, რომ შესაძლო ნაბიჯები რაც შეიძლება მალე იქნება მაქსიმალურად გადადგმული,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მუდმივ კონტაქტზეა ამერიკასთან. უკრაინული მხარე მზად იქნება, უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს გადახედილი დოკუმენტები გაუგზავნოს.
„და როგორც ჩვენი მომლაპარაკებელი პარტნიორები სამართლიანად აღნიშნავენ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, გადადგას ეფექტური ნაბიჯები სისხლისღვრის შესაჩერებლად და ომის ხელახალი განახლების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.