"ცენტრ-პოინტის" კლიენტებს, რომლებსაც ბინის ფული უკვე გადახდილი აქვთ, კომპანიის სამართალმემკვიდრე "დექსუსი" 1 კვ/მ -ში 200 დოლარის გადახდას სთხოვს. ამის შესახებ დღეს ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" ეკონომიკის სფეროს ექსპერტების შეხვედრის დროს განაცხადა.
"კომპანია "ცენტრ-პოინტთან" მიმართებაში წარმოუდგენელი შემთხვევა დაფიქსირდა. ლიკვიდაციის გამოცხადების ნაცვლად, სახელმწიფომ კომპანიას მუნიციპალური პროექტში ჩართვისთვის ფულიც კი მისცა, ხოლო "ცენტრ-პოინტის" კლიენტებს, რომლებსაც ბინის ფული უკვე გადახდილი აქვთ, კომპანიის სამართალმემკვიდრე "დექსუსი" 1 კვ/მ -ში 200 დოლარის გადახდას სთხოვს", - აღნიშნა ჯანაშვილმა.
ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა "ქრისტიან-დემოკრატებს" პრეზიდენტთან სამშენებლო კომპანიების საკითხის დასმას და მასზე ყურადღების გამახვილება სთხოვს.