რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშაბათს, ივანოვოს ოლქში, სარემონტო სამუშაოების შემდეგ სატესტო ფრენის დროს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ან-22“ კატასტროფა განიცადა.
უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავი დაუსახლებელი ადგილას ჩამოვარდა.
"ეკიპაჟის ბედის დასადგენად, ავარიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ჯგუფია გაგზავნილი“, - განაცხადა სამინისტრომ.
იუწყებიან, ადგილზე გაგზავნილია რუსეთის საჰაერო ძალების კომისია, რათა დაადგინოს ავარიის ყველა გარემოება.