პარასკევს, 5 დეკემბერს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი მაიამიში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან. ამის შესახებ უკრაუინულ მედიას წყარომ განუცხადა.
„დღეს რუსტემ უმეროვს, ანდრიი გნატოვსა და ამერიკულ მხარეს შორის კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.
სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სამშვიდობო პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ფლორიდაში, ადგილობრივი დროით, დღეს შუადღისას გაიმართება“, - განაცხადა წყარომ.
ამავე ფორმატით წინა შეხვედრა 4 დეკემბერს, გვიან საღამოს დასრულდა. მხარეებს შეხვდრასთან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებიათ.