საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს.
მედიის ცნობით, მაკრონი უკრაინაში მიმდინარე ომის, საფრანგეთისა და ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის საკითხების განხილვას გეგმავს. ემანუელ მაკრონი შეეცდება, დაარწმუნოს პეკინი, გავლენა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეაჩეროს. ჩინეთში იმყოფებიან ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებიც.