ბაქოში "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ოპერატორის RAKIA Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პრეზენტაციაზე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა "საქართველოს ბანკი" მზადაა აზერბაიჯანულ ბიზნესთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილოს, რომელთაც ინდუსტრიულ ზონაში ინვესტიციის სურვილი ექნება.
"საქართველომ თავის დროზე მიიღო უცხოური დახმარების საკმაო მოცულობა და ახლა დღის წესრიგში დგას, რომ ის ინვესტიციებით შეიცვალოს"- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
RAKIA Georgia-ს მენეჯმენტის თქმით, "საქართველოს ბანკი" მზადაა განახორციელოს საპროექტო დაფინანსებები თავისუფალ ეკონომიკური ზონის ფარგლებში, რაც სამომავლოდ კომპანიის თანამშრომლობის არეალს გააფართოებს.