პარლამენტმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესები აქვს. ამგვარად შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს.
წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და გაფართოების ორგანიზაციის (OEჩD) მოდელს, რომლის შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების დაბეგვრა შემოსავლის წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე ან მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში.
შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყნა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადები.