შპს "ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის" ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ТГМ-4 და ТГМ-4а ტიპის თბომავლები "ქართულმა სალოკომოტივო კომპანიამ" შეიძინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ აუქციონზე, "ქართულმა სალოკომოტივო კომპანიამ" აღნიშნულ ობიექტებში 85 ათასი ლარი გადაიხადა.
ობიექტის საწყისი ღირებულება 75 ათასი ლარი იყო. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული ხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შპს "ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის" საგადასახადო დავალიანება 95021 ლარი სრულად დაფაროს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1-ელ სექტემბერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 15 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები და იქ განთავსებული უძრავი და მოძრავი ქონება. ობიექტის ახალი მფლობელი შპს "ბათუმი პეტროლიუმი" გახდა.