19 ნოემბრის ღამეს, რუსები ხარკოვს დრონებით თავს დაესხნენ. დაშავდა ათობით ადამიანი, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა მასშტაბური ხამძარი.
მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ხარკოვში სულ მცირე 13 აფეთქება მოხდა.
დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის 9 და13 წლის ბავშვები, 18 წლის გოგონა. დაშავებულთაგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკვამლიანებული მრავალსართულიანი შენობიდან 48 ადამიანი გამოიყავნეს, მათ შორის სამი ბავშვი,
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღცანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, დაზიანდა სულ მცირე 10 ავტომობილი, ასევე ახლომდებარე საცხოვრებელი შენობა. ხანძარი გაჩნდა ავტოფარეხებსა და საოფისე შენობის სახურავზე. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სუპერმარკეტსაც.