არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დემოკრატიის პრინციპების და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად გადადგმული სწორი ნაბიჯი.
„არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ციფრები კარგი დასტური იქნება, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე მაგალითად, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარებამ. ფაქტობრივად - არანაირი. ეს ერთი, თუმცა მეორე მხრივ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება არჩევნების საკითხის გამოყენება გავლენების მოსახდენად, ეს არის უკვე მეორე საკითხი.
ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად ეს არის სწორი ნაბიჯი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ ახალ "საარჩევნოკოდექსში" დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.