„ქართულ ოცნებას“ თავად აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებენ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე დაუბრუნდნენ, ამის შემდეგ რა უკვირთ, რომ არ იწვევენ ფორუმზე?, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ თავად აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებენ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე დაუბრუნდნენ. ეს მათი გაცხადებული პოლიტიკაა. ამის შემდეგ, რა უკვირთ, რომ არ იწვევენ? არ იწვევენ, რადგან თავად არ სურთ ევროკავშირი. ევროკავშირი არ უნდათ, რადგან დემოკრატია არ სურთ. დემოკრატია არ უნდათ, რადგან ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. სამწუხაროდ, არ უნდა გვიკვირდეს და მისასალმებელი რეალობა არ არის, როცა ფორუმზე სხვა ქვეყნებს ვხედავთ და საქართველო იქ არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა და არა იმის, რომ ვინმე საქართველოს ევროპიდან არ იწვევს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.