საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება საფრანგეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2027 წელს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტს სთხოვეს შეეფასებინა, დაუჭერს თუ არა მისი პოტენციური მემკვიდრე მხარს უკრაინას ისევე ძლიერად, როგორც ის.
„ვფიქრობ, 2027 წლამდე მშვიდობას მივაღწევთ“, - უპასუხა მაკრონმა.
მან განმარტა, რომ საფრანგეთი, თავის მოკავშირეებთან ერთად, მტკიცედ არის გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე ომის დასასრულებლად.
„ევროპელები გაერთიანებულნი არიან ამერიკელებთან და მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაუპირისპირდნენ რუსეთს.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ჩვენი ქმედებების გასაძლიერებლად“, - განაცხადა მაკრონმა.
მან დასძინა, რომ თავის მხრივ, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას.
მაკრონმა ასევე არ გამორიცხა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა კიდევ უფრო მტკიცე იყოს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.
„როდესაც რეალობას აწყდები, რეალობა შენს შეხედულებებს ცვლის“, - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა.