უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა გრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი.
მადლობელი ვარ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და დეპუტატების, რომ ქვეყნისთვის მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, რასაც ბოლო 10 წელი სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე ვაკეთებდი, დაწყებული მთავარი სპეციალისტით.
კანონი - ჩემი პროფესიული აქტივობების ფარგლებში კანონის დარღვევები არ ყოფილა. ასეთი ფაქტები პრინციპში არ შეიძლება არსებობდეს.
რაც შეეხება ჩემს პერსონალურ ურთიერთობებს, ამ თემაზე ნებისმიერი სპეკულაცია შეუფერებელია. ყველაფრის ზღვარი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, დრო ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს”,-წერს ჰრინჩუკი.
უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურა კორუფციულ სქემას იძიებს, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“.
,უმაღლესი რადა იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს 18 ნოემბერს უყრის კენჭს.