რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა.
უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან სამხრეთით დაახლოებით 5 კილომეტრში, ტულჩეას რეგიონში, დასახლება გრინდუში დრონის შესაძლო ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
მანამდე ადგილობრივებს საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ შეტყობინება მას შემდეგ გაეგზავნათ, რაც რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს რადარებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონების ჯგუფები დააფიქსირეს.
გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ დუნაის უკრაინულ მხარეს, იზმაილის პორტის მიდამოებში დიდი რაოდენობით აფეთქებები დაფიქსირდა.