10 ნოემბრის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო კატერებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს საზღვაო პორტს შეუტიეს, სადაც შავი ზღვის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობტერმინალია განთავსებული.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, ოთხი „ნეიტრალიზებული“ დრონიდან ერთ-ერთი სანაპირო ზოლთან ახლოს აფეთქდა.
„დარტყმითმა ტალღამ დააზიანა ორსართულიანი შენობის მეორე სართულის მინა, ავტოფარეხი და ნავების სათავსო“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების რეაგირების შტაბის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხელისუფლების ცნობით, არავინ დაშავებულა და აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ქალაქის მერის, სერგეი ბოიკოს თქმით, თავდასხმა დაახლოებით რვა საათს გაგრძელდა, შუაღამისას დაიწყო.
უკრაინული ტელეარხი Exilenova+-ის ცნობით, პორტში, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი გემი დაზიანდა.
ასევე Supernova+ აცხადებს, რომ შეჯახების შედეგად პორტში გემს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინელების თავდასხმა ტუაფსეს პორტზე 2 ნოემბერსაც განხორციელდა.