სლოვაკეთში, ქალაქებს - ბრატისლავასა და პეზინოკს შორის ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულები არ არიან. ათობით მგზავრი დაშავდა, 11 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სარკინიგზო ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი მატარებელი მეორეს უკანა მხარეს შეეჯახა.
შეჯახების დროს ვაგონებში დაახლოებით 800 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესად სტუდენტები.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუშ შუტაი შტოკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორივე მატარებელში დაახლოებით 800 მგზავრი იმყოფებოდა და ორივე მატარებელი, მისი თქმით, „სტუდენტებით იყო სავსე“.
მინისტრმა დაადასტურა, რომ 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ათობით სხვა მგზავრს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.