2 ნოემბრის ღამეს, რუსეღმა ოდესის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტია, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ოდესის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კაცს ცეცხლის შედეგად თერმული დამწვრობა აღენიშნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთმა თავდასხმისას გამოიყენა დრონები, რამაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
დარტყმის შედეგად ხუთი სატვირთო მანქანა დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.