რუსეთში, იშავი ზღვის სანაპიროზე, ტუაფსეს პორტში, დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ Reuters კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები ნავთობის ტანკერს დაეცა, რამაც გემბანი დააზიანა.
გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა შენობები და პორტის სხვა ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა საცხოვრებელი შენობა ტუაფსეს მახლობლად, სოფელ სოსნოვიში, ასევე ნაწილობრივ დააზიანა ადგილობრივი რკინიგზის სადგური.
ტუაფსეს პორტი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი კვანძია.
მის ტერიტორიაზე მდებარეობს „როსნეფტის“ ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც არაერთხელ გამხდარა უკრაინული თავდასხმების სამიზნე.
Reuters -ის ცნობით, კიევმა გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის შესანახ ობიექტებზე, რათა გაართულოს რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდების ლოჯისტიკა და გაზარდოს ომის ხარჯები მოსკოვისთვის.