კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტარიფების კრიტიკის შემცველი რეკლამისთვის, რომელშიც გამოყენებული იყო აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ჩანაწერი. იუწყება Reuters
ამის შესახებ თავად კარნიმ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება Reuters.
კარნის თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტს APEC-ის ლიდერების ვახშამზე პირადად მოუხადა ბოდიში.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კარნიმ მას ბოდიში მოუხადა.
„ის ძალიან თავაზიანი იყო. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რაც რეკლამასთან დაკავშირებით გააკეთეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, კანადის ხელისუფლებამ 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა რეკლამა, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ეპიზოდებია გამოყენებული. ვიდეოჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს. რეკლამის გავრცელების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს. ამასთან, მან კანადურ საქონელზე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.