დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო არმიამ მიკოლიევზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა.
ამის შესახებ მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმა შაბათს, დაახლოებით დილის 7:20 საათზე განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთი ქალაქს თავს დაესხა „ისკანდერ-M-ისტიპის რაკეტით.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ“, - განაცხადა კიმმა.
მოქალაქეებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს, დაშავებულია ერთი ბავშვიც.
ასევე ცნობილია, რომ დაზიანდა ბენზინგასამართი სადგურები, ავტომობილები და სხვა ობიექტები.