უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც მოსკოვის ოლქში ნავთობსადენ კოლცევოის“ სამი შტო განადგურდა.
„2025 წლის 31 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა აგრესორი სახელმწიფო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ობიექტი - „კოლცევოის“ ნავთობსადენი. ის რუსეთის საოკუპაციო არმიას რესურსებით ამარაგებდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური ომის წარმოებისთვის“, - ნათქვამია მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ თავდასხმის ადგილი მოსკოვის ოლქის რამენსკის რაიონში მდებარეობს.
„სამივე მილსადენი, რომლითაც აგრესორს ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, წარმატებით და ერთდროულად აფეთქდა. ნავთობსადენი მწყობრიდან გამოვიდა“, - აღნიშნავენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
აღნიშნულია, რომ ნავთობპროდუქტების მილსადენის სიგრძე 400 კილომეტრია.
მილსადენით ტრანსპორტირებისთვის საწვავი რიაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან მიდიოდა.
ნავთობსადენს ყოველწლიურად 3 მილიონ ტონამდე საავიაციო საწვავის, 2.8 მილიონ ტონამდე დიზელის საწვავის და 1.6 მილიონ ტონამდე ბენზინის გადატუმბვა შეეძლო.