ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს. დებატები 12 საათს გაგრძელდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 56-მა დეპუტატმა, 32-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 2-მა კი თავი შეიკავა.
რიგაში, ლატვიის პარლამენტის შენობის წინ, ოთხშაბათს საღამოს, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინათ ლატვიის გასვლა სტამბოლის კონვენციიდან.
ლატვიის პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.
ლატვია მეორე ქვეყანა იქნება, თურქეთის შემდეგ, რომელიც კონვენციას დატოვებს.