არ ვიცით, რა შეიძლება იყოს „ოცნების“ ლოგიკა. მათი ლოგიკის ამოხსნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენთვის გაუგებარია ყველა არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ. განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს“. საერთოდ ვერ ვხსნით, რატომ მოხვდა „ლელო“ ამ ე.წ. ასაკრძალ პარტიებს შორის. ჩვენი მხარდაჭერა „ლელოს“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე დაუსვეს კითხვა. ამასთან, მისი თქმით, რთულია ამოხნან "ქართული ოცნების“ ლოგიკა, რატომ აღმოვჩნდა მათი პარტია ამ სიის მიღმა,
„ჩვენთვის რთულია, ამოვხსნათ „ქართული ოცნების“ ლოგიკა, რატომ აღმოვჩნდით ამ სიის მიღმა, რომლის პარტიის ლიდერიც საგამოძიებო კომისიაზე ორჯერ დაიბარეს. ჩვენ ერთი რამ ვიცით, გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რათა პოლიტიკური პროცესი გადავარჩინოთ. ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ, რათა საქართველოს პარლამენტში, „ოცნების“ შიგნიდან გავაგრძელოთ ბრძოლა. ნახავთ, რომ ეს იქნება მწვავე და ძალიან პრინციპული ბრძოლა „ოცნების“ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.