ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, მისი მესამე ვადის არაკონსტიტუციურობის გათვალისწინებით, ის ამ თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტებად ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს Air Force One-ს ბორტზე განუცხადა. იუწყება Politico.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს მისი პოზიციის შესახებ მესამე ვადით კენჭისყრის იდეასთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის ყოფილმა სტრატეგმა სტივ ბენონმა წამოაყენა.
„მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლები მაქვს“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მას ამაზე ნამდვილად არ უფიქრია“ და რომ „აშშ-ში კარგი ხალხია“.
როდესაც ვინაობის დასახელება სთხოვეს, მან მდივან რუბიოზე მიუთითა, რომელიც იმ დროს მათ მიუახლოვდა.
„ჩვენ გვყავს შესანიშნავი ხალხი - დეტალებში შესვლა არ მჭირდება. ერთი მათგანი აქ დგას.“
ტრამპმა ასევე შეაქო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი.
„ცხადია, ჯეი დი შესანიშნავია. ის შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვინმე ამ ორის წინააღმდეგ იბრძოლებს“, - თქვა პრეზიდენტმა.