უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის Octopus-100-ის ტიპის დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
„უკრაინა დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ დონეზე გადადის.
„ლონდონში, Build with Ukraine-ის პროგრამის ფარგლებში, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს Octopus-100-ის ტიპის ათასი დრონის ერთობლივი წარმოების შესახებ“, - დაწერა უმეროვმა Telegram-ზე.
მისი თქმით, ეს არის პირველი უკრაინული საბრძოლო დრონი, რომელიც მასობრივად იწარმოება ნატო-ს ქვეყანაში.
„სატესტო რეჟიმში ათასს დავამზადებთ, შემდეგ კი საჭირო რაოდენობამდე გავზრდით“, - განმარტა უმეროვმა.