2025 წლის დასაწყისიდან 25 ოქტომბრამდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 770 ბალისტიკური რაკეტა და 50-ზე მეტი “კინჟალის” ტიპის რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სწორედ ასეთი თავდასხმების გამო ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას Patriot-ის სისტემებს, რათა შევძლოთ ჩვენი ქალაქების დაცვა ამ საშინელებისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ ის, რაზეც ბოლო დღეებში ვსაუბრობდით. არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ასეთი ბოროტების წინაშე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია: ჩვენს პარტნიორებს აქვთ საჭირო სისტემები და მათ უკვე შეუძლიათ უკრაინის დაცვაში დახმარება. ამერიკას, ევროპას და დიდი შვიდეულის ქვეყნებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ასეთი დარტყმებმა აღარ შეუქმნან საფრთხე უკრაინელების სიცოცხლეს. რუსეთის ბალისტიკურ დარტყმებს უნდა მოჰყვეს ძლიერი ქვეყნების პასუხი, რომლებიც რეალურ თანამშრომლობას ახორციელებენ სიცოცხლის დასაცავად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.