საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ფაბიენ მანდონმა განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე ომის გაგრძელების ცდუნება ჰქონდეს. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.
მანდონმა, რომელმაც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა 1-ელ სექტემბერს ჩაიბარა, განაცხადა, რომ მან არმიას დაუსახა ამოცანა, „სამ-ოთხ წელიწადში შეჯახებისთვის მზად იყოს“.
„რუსეთი - ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება შეეცადოს ომის გაგრძელება ჩვენს კონტინენტზე და ეს გადამწყვეტი ფაქტორია იმაში, რასაც მე ვამზადებ“, - დასძინა ფრანგმა გენერალმა.
გენერალ მანდონის თქმით, მოსკოვს „ევროპის კოლექტიური სისუსტის აღქმა აქვს“, რომელიც რუსეთის მხრიდან „ძალის გამოყენების შემსუბუქებას“ აკვირდება.
მან ამავდროულად დასძინა, რომ ეკონომიკური, დემოგრაფიული და სამრეწველო თვალსაზრისით, ევროპელები რუსეთზე უპირატესები არიან.
„რუსეთი ვერ შეგვაშინებს, თუ თავის დაცვა გვინდა“, - მიიჩნევს გენერალი.