ნორვეგია უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა.
"ნორვეგიისგან ენერგეტიკული მხარდაჭერის ახალი პაკეტი გვაქვს, წელს მესამე, დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ოდენობით, ზამთარში გაზის შესაძენად. ენერგეტიკული მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.
ჩვენი შეხვედრის დროს, მადლობა გადავუხადე ნორვეგიას ამ დახმარებისთვის და პრემიერმინისტრ იონას გარ სტორეს. ვისაუბრე, დღევანდელი რუსული დაბომბვის შედეგებზე. მადლობას გიხდით სოლიდარობისა და თანაგრძნობისთვის. განვიხილეთ უკრაინის საჭიროებები საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მათთვის რაკეტებზე და სხვა ნაბიჯებზე, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის გაძლიერება ზამთარში.
ცალკე ვისაუბრეთ ჩვენს თავდაცვის თანამშრომლობაზე - დრონებისა და რაკეტების წარმოებაზე, PURL ინიციატივის გაფართოებაზე. ასევე შევთანხმდით პოზიციებსა და შეხვედრებზე, რომლებიც ამ კვირაში ევროპაში გაიმართება.
ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ნორვეგიელი ხალხის, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები ამ სისტემებისთვის. ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს", წერს ზელენსკი X-ზე.