სლოვაკეთის სასამართლომ პირი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, ტერორიზმში დამნაშავედ ცნო. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სლოვაკეთის სასამართლომ 72 წლის იურაი ცინტულას, რომელმაც 2024 წლის მაისში ფიცოს ესროლა, ტერორიზმის ბრალდებით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცინტულამ განაცხადა, რომ მას ფიცოს მხოლოდ დაჭრა სურდა. მიზეზად კი დაასახელა „მისი პოლიტიკის შეჩერება, რომელიც ზიანს აყენებს სლოვაკეთის თავისუფლებასა და კულტურას“.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მწერალმა იურაი ცინტულამ 2024 წლის 15 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაკავებულს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სლოვაკეთის უზენაეს სასამართლოში შეუძლია.