64 წლის სანაე ტაკაიჩი ოფიციალურად შეუდგება იაპონიის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას მას შემდეგ, რაც დღეს მოგვიანებით, იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდება.
იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სანაი ტაკაიჩი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
ტაკაიჩიმ 465-ადგილიან პალატაში 237 ხმა მიიღო.
დღევანდელი კენჭისყრა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გუშინ მემარჯვენე, იაპონიის ინოვაციების პარტიასთან კოალიციაზე შეთანხმებას მიაღწია.
მანამდე, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური შეთანხმებიდან გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „კომეიტო“.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ გასულ თვეში განაცხადა გადადგომის შესახებ.
როგორც იუწყებიან, ახალი პრემიერ-მინისტრი ტაკაიჩი მტკიცე კონსერვატორი, რომელიც შთაგონების წყაროდ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეთ ტეტჩერს ასახელებს. ვარაუდობენ, რომ ტაკაჩაის პრემიერ-მინისტრობისას იაპონია უფრო მეტად გადაიხრება მემარჯვენეობისკენ.
ვინაიდან ლიბერალ-დემოკრატიული პარტია პარლამენტის ორივე პალატაში უმცირესობაში რჩება, ახალ კოალიციას კანონმდებლობის გასატარებლად სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება.