სომხური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუკასიანი, დააკავეს.
მერი უკანა შესასვლელიდან გაიყვანეს.
მანამდე დაპირისპირება მოხდა მერიის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის.
სამართალდამცავებმა დღეს დილით მერიის შესასვლელი გადაკეტეს და შენობაში არავის უშვედნენ. შენობის გარეთ შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებენ „სირცხვილი“.
მერი და რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.