ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და შეთანხმების გაფორმებიდან 9 დღეში ქალაქ რაფაში ისრაელელ სამხედროებს თავს დაესხა.
„კვირას, დილით ტერორისტებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ისროლეს და ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომლებიც, შეთანხმების პირობების შესაბამისად, რაფას რაიონში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ანადგურებდნენ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა საპასუხოდ საჰაერო და საარტილერიო ცეცხლით გახსნეს „საფრთხის აღმოსაფხვრელად“, გაანადგურეს რამდენიმე სამხედრო ობიექტი, სადაც ტერორისტული აქტივობა დაფიქსირდა“, - განაცხადეს IDF-ში.
„ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სერიოზული დარღვევაა და ისრაელის თავდაცვის ძალები გადამწყვეტ ზომებს მიიღებენ“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალებოს განცხადებაში.
თვითმხილველებმა AFP-ს განუცხადეს, რომ შეტაკებები ისრაელის მიერ კონტროლირებად ქალაქ რაფაში ორ საჰაერო დარტყმას მოჰყვა.
ისრაელის ოფიციალურმა პირმა AFP-ს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს ყუმბარმტყორცნებიდან. ასევე ცეცხლის გახსნა მოხდა „ჰამასის“ სნაიპერების მხრიდანაც.
„ორივე ინციდენტი ყვითელი ხაზის აღმოსავლეთით, ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა“, - განაცხადა AFP-ის წყარომ.