ჟურნალისტი ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცლებს. ასევე ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებაც. არსებული ინფირმაციით, დაკავებულია პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილიც.
ამასთან, "ტვ პირველის ინფორმაციით დაკავებულები არიაბ შალვა ჩუბინიძე, ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, თორნიკე თხილავა, ლევან მარგიანი,
ვახო მაჭავარიანი.
ცნობილია, რომ შალვა ჩუბინიძე ჟურნალების „ცხელი შოკოლადის“ და „ლიბერალის“ გამომცემელია.
"დააკავეს ჩემი მეუღლე, შალვა ჩუბინიძე. მოვიდნენ სახლში, სახლთან ელოდებოდნენ პოლიციელები, იმიტომ, რომ გავიდა სახლიდან, ბავშვი მიჰყავდა რაგბის თამაშზე. ეუბნებოდნენ, რომ "არ გაკავებდნენ, ურალოდ, ვცდილობთ იდენტიფცირებას თქვენი პიროვნების" და შემდეგ მოვიდა ორი ეკიპაჟი და გადაიყვანეს, როგორც გვითხრეს, შსს-ში, როგორც თქვეს, გზის გადაკეტვას ედავებიან, - განუცხადა ჩუბინიძის მეუღლემ "ტვ პირველს".
.