16 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გაიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.
The Washington Post-ის ინფორმაციით, საუბრისას პუტინმა კვლავ დაასახელა დონეცკის ოლზე სრული კონტროლი, როგორც უკრაინაში ომის დასრულების წინაპირობა.
გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინის ეს მოთხოვნა მიუთითებს, რომ ის ძირითადად კვლავ თავის ადრინდელ მოთხოვნებზე რჩება, რამაც ტრამპის ოპტიმიზმის მიუხედავად, შედეგად ცეცხლის შეწყვეტა ვერ გამოიღო.
ამავდროულად, წყაროები აღნიშნავენ, რომ დონეცკის რეგიონზე სრული კონტროლის სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, უარი თქვას ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების არაოკუპირებულ ნაწილებზე.
რუსეთის არმია ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პუტინის ამჟამინდელი ტერიტორიული მოთხოვნები „ოდნავ ნაკლებად ამბიციურია“, ვიდრე ის, რაც, სავარაუდოდ, ტრამპთან ანკორიჯში შეხვედრაზე გაჟღერდა. ორი წყაროდან ერთ-ერთის ცნობით, თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს პროგრესად აღიქვა.
ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინული მხარე გაიზიარებს ამ მოთხოვნას.
გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ ვიტკოფმა, რომელმაც არაერთხელ გამართა მოლაპარაკებები პუტინთან მოსკოვში უკრაინის საკითხზე, ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრისას დონეცკის რეგიონის რუსეთის კონტროლის ქვეშ გადაცემა მოითხოვა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რეგიონი ძირითადად რუსულენოვანია.
თეთრ სახლს და კრემლს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.