თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ტრამპი ზელენსკის თეთრი სახლის შესასვლელთან შეხვდა. ლიდერებმა ხელი ჩამოართვეს და პრესისკენ შებრუნდნენ.
ჟურნალისტებმა ჰკითხეს ტრამპს შეუძლია თუ არა ვლადიმირ პუტინი დასარწმუნოს ომის დასრულებაში.
„დიახ, ჩვენ შეგვიძლია“, - თქვა ტრამპმა.
ლიდერებს მედიასთან სხვა კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის შორს მანძილზე მოქმედი Tomahawk -ის რაკეტების გადაცემა იქნება.