რუსმა ოკუპანტებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰზე, დააზიანეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ქარხანა.
ინფორმაციას კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი სიტნიჩენკო ავრცელებს.
„გასულ ღამით რუსი ტერორისტები უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ კრივი რიჰის რაიონს, კერძოდ, ქალაქ კრივი რიჰს. შედეგად, სამრეწველო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა,“- აცხადებს ევგენი სიტნიჩენკო.
იუწყებიან, რომ მტრის თავდასხმის შედეგბის სალიკვიდაციო სამუსაოებში 80-ზე მეტი მაშველი და 28 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 22 რუსული დრონი გაანეიტრალეს.