აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავმა საქარე მინაზე ბზარის გამო დაუგეგმავი დაშვება განახორციელა.
ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა X-ზე დაწერა.
ჰეგსეთის შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც ის ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„მან დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა თვითმფრინავის საქარე მინაზე ბზარის გამო.
თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურების დაცვით დაეშვა და ყველა მგზავრი, მათ შორის მდივანი ჰეგსეთი, უსაფრთხოდ არის“, - წერს პარნელი.
თავად ჰეგსეთმაც გააკეთა კომენტარი ინციდენტზე. მან X-ზე დაწერა, რომ „ყველაფერი კარგადაა“ და ფრენა გაგრძელდა.