ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. News.AZ -ის ცნობით, მხარეებს შორის დისკუსია შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს, რეგიონულ განვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს.
ალიევმა შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აგვისტოში ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონული მშვიდობის გაუმჯობესებაში. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა "ტრამპის მარშრუტის" მნიშვნელობას როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, ასევე - რეგიონისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა და გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან დღეს ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა ელინა ვალტონენმა, რომელიც საქართველოს ეუთოს ხელმძღვანელის რანგში სტუმრობდა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.