რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში სირიის ახალ პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
პუტინის განცხადებით, სირიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის გამორჩეულად მეგობრული იყო.
„ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები 80 წელზე მეტია გვაქვს შენარჩუნებული და ის რუსეთისა და საბჭოთა კავშირისთვის ყველაზე რთულ პერიოდში - 1944 წელს დამყარდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, სირიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის გამორჩეულად მეგობრული იყო“, - თქვა პუტინმა.
აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში 15 ოქტომბერს ჩავიდა.
მანამდე, Reuters -ის წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინთან შეხვედრაზე ალ-შარაა სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ექსტრადიციას მოითხოვდა, რომელსაც რუსეთმა თავშესაფარი მისი დამხობის შემდეგ მისცა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანულმა გამოცემა Die Zeit-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადი „მოსკვა- სიტის“ კომპლექსში ცხოვრობს, სადაც მის ოჯახს დაახლოებით 20 ელიტური ბინა აქვს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად დროის უმეტეს ნაწილს ვიდეო-თამაშების თამაშში ატარებს.