აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი ოფიციალურად დასრულებულია. იუწყება CNN
როდესაც ტრამპი იერუსალიმში, ქნესეთის შენობას მიუახლოვდა, ჟურნალისტმა ჰკითხა, „ოფიციალურად დასრულდა თუ არა ომი“.
„დიახ“, - უპასუხა ტრამპმა და გაიმეორა თავისი პოზიცია და წინა კომენტარები, რომ მის მიერ შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის სამუდამო დასრულებას ნიშნავდა.
მანამდე ტრამპმა ისრაელის პარლამენტის სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
„ეს ჩემთვის დიდი პატივია - მშვენიერი და ლამაზი დღე. ახალი დასაწყისი“, - დაწერა პრეზიდენტმა და შემდეგ ხელი მოაწერა.